
ArtNoConflict – 2023
101139196 ERASMUS-EDU-2023-VIRT-EXCH
მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მოგვარების ხელოვნება (მედიაცია)
პროექტის მიზანია სტუდენტებისა და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არ სწავლობენ, საერთაშორისო, ინტერკულტურული და ინკლუზიური განათლების ახალი დონის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ეს მიზანი მიიღწევა ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოში და უკრაინაში მოლაპარაკებისა და მედიაციის ხელოვნებაზე დაფუძნებული ვირტუალური გაცვლების განხორციელების გზით.
პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიისა და კულტურული მრავალფეროვნების გაძლიერებას, ასევე პრობლემების ობიექტური და კონსტრუქციული გადაწყვეტის ხელშეწყობას საუკეთესო ევროპული პრაქტიკების გაზიარებისა და ათვისების საფუძველზე.
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
ახალგაზრდულ მუშაკებსა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება კრიტიკული აზროვნების, მოლაპარაკებისა და მედიაციის უნარების განვითარების მიმართულებით.
ონლაინ-კურსის „მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მოგვარების ხელოვნება (მედიაცია)“ შემუშავება და დანერგვა.
სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის ვირტუალური აქტივობების კომპლექსის განხორციელება.
ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოში და უკრაინაში მდგრადი ინტერკულტურული კომუნიკაციის ქსელის ჩამოყალიბება.
უკრაინულ და ქართულ საზოგადოებებში კონფლიქტების დონის შემცირება მედიაციის ღირებულებების გაზიარების გზით.
მონაწილეები:
- ნიდერლანდების ბიზნეს აკადემია BV (კოორდინატორი)
- მიკოლას რომერისის უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
- ვ. ნ. კარაზინის სახელობის ხარკივის ეროვნული უნივერსიტეტი – KKNU (უკრაინა)
- კროკის უნივერსიტეტი (უკრაინა)
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
- უკრაინის ახალგაზრდული საბჭოების ასოციაცია
- არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია „ახალგაზრდობა მსოფლიოსთვის“ – YFW
პროექტის დაწყების თარიღი: 01/02/2024
პროექტის დასრულების თარიღი: 31/01/2027
| უკან |
