ArtnoConflict

„ArtNoConflict“ საკოორდინაციო შეხვედრა ბსუ-ში

სურათი

2025 წლის 3–4 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ერაზმუს+ ვირტუალური მობილობის პროექტის „მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მოგვარების ხელოვნება (მედიაცია) / ArtNoConflict“ საკოორდინაციო შეხვედრა.

ბსუ-ს სტუმრობდა პროექტის მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა პირველი ნაკადის განხორციელების პროცესი. შეიმუშავეს სამომავლო ცვლილებები და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა; დაამტკიცეს მეორე ნაკადის დაწყების თარიღი, ასევე პროექტის გავრცელებისა (დისემინაციის) და მდგრადობის გეგმები.

მეორე დღეს საკოორდინაციო კომიტეტმა განაგრძო შუალედური ანგარიშის მომზადება. იმავე დღეს მონაწილეებს კულტურული პროგრამით უმასპინძლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მაღალმთიანი აჭარის ტურზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა