
ბსუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაზე სახელწოდებით: «Communication as a Factor of Transparency of Social Interaction: Psychological, Historical, Legal, Economic and Political Dimensions».
მედიცინის პროგრამის სტუდენტებმა, ანახა სურეშმა და ელიზაბეტ გრეის მეთიუმ, ArtNoConflict-ის პროგრამის კურსის გავლის შემდეგ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს კონფლიქტების მოგვარებისა და მათი მართვის საკითხების მიმართ. აღნიშნული თემა მათ კვლევით ინტერესად აქციეს და მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ქალაქ ტერნოპილში მდებარე დასავლეთ უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ სესიაში. ღონისძიებაში, უკრაინელ, ქართველ, ამერიკელ, ჰოლანდიელ და ლატვიელ სტუდენტებთან ერთად, მათ საკუთარი კვლევების საფუძველზე მომზადებული მოხსენებები წარადგინეს.
| უკან |


