ArtnoConflict

მენეჯმენტის შეხვედრა ვილნიუსში

სურათი

3–4 სექტემბერს, ArtNoConflict-ის პროექტის რიგით მე-6 მენეჯმენტის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა მიკოლას რომერისის უნივერსიტეტში (ვილნიუსი, ლიეტუვა), სადაც პროექტის პარტნიორები შეიკრიბნენ მიღწეული პროგრესის განსახილველად და პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის შედეგების გავრცელებას, მდგრადობასა და საბოლოო ანგარიშის მომზადებას. მონაწილეებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს პროექტის პარტნიორებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების გზები.

პროექტი  “The Art of Negotiation and Conflict Resolution (Mediation)” — მოლაპარაკებისა და კონფლიქტების გადაჭრის ხელოვნება (მედიაცია)  დაფინასნებული ევროკომისიის მიერ და  მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის კონფლიქტების კონსტრუქციულად მართვის, მოლაპარაკებისა და მედიაციის უნარების სწავლება, განსაკუთრებით საერთაშორისო და კულტურათაშორის გარემოში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა