განათლების ფაკულტეტი

გამოცხადდა მიღება ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე

სურათი

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლიდან ცხადდება მიღება განათლების ფაკულტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.  საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია დაწყებითი განათლების საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება და მისი უწყვეტი პროფესიული განვი­თარების ხელშეწყობა.

 

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა კვალიფიკაცია უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს. შესაბამისად, მათ უფლება ექნებათ მიღებული კვალიფიკაციით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იმუშაონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, I-IV კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების საგნობრივი ჯგუფისა და დამატებით - V-VI კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მასწავლებლად; კურს­დამ­თავრებული, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სკოლის გარდა დასაქმებას შეძლებს სხვა საფეხურის/ტიპის სახელ­მ­­წი­­ფო, არასამთავრობო, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სტრუქტურებში.

პროგრამა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
 

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  არჩევის უფლება აქვთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ ძირითად მოცდასთან ერთად, წარმატებით ჩააბარეს მეოთხე არჩევითი გამოცდა ლიტერატურაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში,  ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებაში ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.   

 

2018 წელს აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ.
 

საკონტაქტო პირი:

საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი: ნანა მაკარაძე

ტელ.: 593 -60-60-71 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა