![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_3427_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ტალინის უნივერსიტეტის პროფესორი ენე-სილვია სარვი ეწვია. განათლების ექსპერტი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე აკადემიურ პერსონალს შეხვდა და მათ ესტონეთში მოქმედი მასწავლებლის მომზადების სისტემასთან ერთად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. პროფესორმა ენე-სილვია სარვიმ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის სამუშაო შეხვედრა ჩაატარა სწავლების თანამედროვე მეთოდებზე და ქართველ კოლეგებს სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვის გამოცდილება გაუზიარა.
უკან |