განათლების ფაკულტეტი

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი უნივერსიტეტს ეწვია

სურათი

ტემპუსის პროექტის „სამაგისტრო პროგრამა განათლების მენეჯმენტში: ლიდერების აღზრდა საგანმანათლებლო რეფორმებისათვის - MAHATMA“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ეწვია. ორდღიანი ვიზიტი მიზნად ისახავდა სამაგისტრო პროგრამის "განათლების მენეჯმენტი" თვითშეფასების მონიტორინგი და  ექსპერტიზას. ინგლისელი და სომეხი ექსპერტები  ქართველ კოლეგებთან ერთად შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასოცირებულ პროფესორ მერაბ ხალვაშს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს. ექსპერტთა ჯგუფმა  სამაგისტრო პროგრამა  დადებთად შეაფასა და რეკომენდაციები შეიმუშავა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა