![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_7444_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტსა (G-PriEd) და რვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების მიზანია კვალიფიციური და პროფესიონალი მასწავლებლების მოზიდვა. მემორანდუმის ფარგლებში სასწავლო პროგრამებში G-PriEd-ის მიერ შემუშავებული ინოვაციური მეთოდები და მასალები გამოიყენება. პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებსა და მასწავლებლებს პროექტი მისცემს წვდომას G-PriEd-ის პორტალზე განთავსებულ ყველა ელექტრონულ რესურსზე.
უკან |