განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სტუდენტებს შეხვდა

სურათი

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს უნივერსიტეტის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ანზორ ბერიძე შეხვდა. შეხვედრა ,,პრაქტიკა 2“-ის სასწავლო კურსის ფარგლებში განხორციელდა და მისი მიზანი იყო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობა. სტუმარმა სტუდენტებთან იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უნივერსიტეტში განხორციელდა. ხარისხის სამსახურის უფროსმა ანზორ ბერიძემ ასევე ისაუბრა სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლების მნიშვნელობაზე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა