ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება - 2026

კონფერენციის შესახებ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ – 2026.

კონფერენცია დაფინანსებულია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის „კონფერენციის მოწყობა“ ფარგლებში.
კონფერენცია ჩატარდება 2026 წლის 30-31 ოქტომბერს.


კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებებია:

  • ციფრული ტრანსფორმაცია და ეკონომიკური განვითარება
  • დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესები
  • გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები
  • რეგიონული ეკონომიკის პრობლემები
  • ბიზნესის განვითარების პრობლემები
  • ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევები
  • ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები თანამედროვე პირობებში
  • ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური მიმართულებები
  • ფინანსური ინოვაციები და მდგრადობა
  • განათლება, ინოვაცია და სამეცნიერო კვლევა მდგრადი განვითარებისთვის
  • გლობალური მიწოდების ჯაჭვები და ლოგისტიკა
  • საგადასახადო პოლიტიკისა და აუდიტის თანამედროვე გამოწვევები

30 ოქტომბერს ბსუ-ში გაიხსნება კონფერენცია, ჩატარდება პლენარული სხდომა და იმუშავებს სექციები.  31 ოქტომბერს სასტუმროში "კასტელო მარე" -Castello Mare Hotel & Wellness Resort, ციხისძირი, გაიმართება მრგვალი მაგიდა სამუშაო შეხვედრა თემაზე  „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“  კონფერენციის მონაწილეების, ბიზნესის და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა