ტურიზმის ფაკულტეტი

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ექსპობათუმი - 2016“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში  ,,ექსპობათუმი - 2016” მიიღეს მონაწილეობა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ჩართული იყვნენ საორგანიზაციო საკითხებში, გაეცნენ საერთაშორისო გამოფენების მნიშვნელობას, გაიარეს პრაქტიკა და მიიღეს გამოცდილება, რომელიც  მათ სამომავლო კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,ექსპობათუმი - 2016” 13-15 მაისს, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ გაიმართა და მასში 8 ქვეყნის 70-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა