ტურიზმის ფაკულტეტი

II საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბერლინში

სურათი

30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით, გერმანიის ,,EBC Hochschule” უმაღლეს სასწავლებლის და ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით II საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ,,ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი“ გაიმართა.

ხუთდღიანი სწავლება მიზნად ისახავდა ტურიზმის ინდუსტრიის სიახლეების გაცნობასა და გერმანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას. საერთაშორისო საზაფხულო სკოლის 25-მდე მონაწილე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ, როგორიცაა: ტურიზმის განვითარების ხედვა და სტრატეგია, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები, ტურიზმი და ეკოლოგია და ტურიზმი გლობალურ დონეზე.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ქართველი და გერმანელი სტუდენტები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბატონ ლადო ჭანტურიას შეხვდნენ. საზაფხულო სკოლა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ბერლინის უმაღლეს ბინზნეს სკოლაში


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა