ტურიზმის ფაკულტეტი

სტუდენტები სასწავლებლად ნორვეგიასა და ყირგიზეთში გაემგზავრებიან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ერთობლივი პროექტის „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა. ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის  განათლების სფეროში თანამშრომლობა“ მეორე ეტაპის ფარგლებში სასწავლებლად ნორვეგიასა და ყირგიზეთში გაემგზავრებიან. კომპეტენტურმა ჟიურიმ 30 კონკურსანტს შორის საუკეთესო მონაწილენი ინგლისური ენის ცოდნის, კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარისა და აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით გამოავლინა. ნორვეგიაში ერთსემესტრიან სასწავლო კურსს რევეკა ფერდმანი და ზურაბ შამილიშვილი გაივლიან, თეონა ქარცივაძე და მეგი ბეჟანიძე ერთი თვის განმავლობაში ნორვეგიაში საბაკალავრო ნაშრომზე იმუშავებენ, ხოლო თინათინ გოგოლიშვილი და ანა თოფურია - ყირგიზეთში. ანნა შაინიძე და ნინო ჩაჩავა 2017 წლის 19-25 ივნისს ყირგიზეთში დაგეგმილ საზაფხულო სკოლის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. ამავე პროექტის ფარგლებში, 2017 წელს ტურიზმის ფაკულტეტის 3 პროფესორ-მასწავლებელი სტაჟირებას ნორვეგიაში გაივლის.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწრსებულებაში გამართულ შეხვედრაზე რექტორმა მერაბ ხალვაშმა, რექტორის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა, ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორმა თემურ აბესაძემ და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა როსტომ ბერიძემ სტუდენტებს წარმატება მიულოცეს.

ტურიზმის ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა. ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა“ მეორე ეტაპი 2016 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდება. ყოველწლიურად ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები პროექტის ფარგლებში შეძლებენ სამხრეთ აღმოსავლეთ  ნორვეგიისა და ყირგიზეთის უნივერსიტეტებში სწავლას, საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობასა და საზაფხულო სკოლის ორგანიზებაში მონაწილეობას.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა