ამერიკის დღეები ბსუ-ში
25 აპრილი 2017 წელი
ამერიკის დღეები ბსუ-ში
ამერიკის დღეები ბსუ-ში
ამერიკის დღეები ბსუ-ში
ამერიკის დღეები ბსუ-ში
ამერიკის დღეები ბსუ-ში
ამერიკის დღეები ბსუ-ში
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე ბსუ-ს სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა მოხსენებები წაიკითხეს. კონფერენციას ესწრებოდა თბილისში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური სექციის წარმომადგენელი ლორა ჰოჩლა, რომელმაც საქართველო-ამერიკის 25-წლიან თანამშრომლობაზე ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიების დასასრულს, ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის - „ჯონ სტეინბეკი და რუსული ჟურნალი“ ჩვენება გაიმართა.
სრულად