განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პროექტის წარდგენა
16 ოქტომბერი 2019 წელი
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა თამარ სანიკიძემ პროექტის „ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი განვითარებისათვის” პრეზენტაცია გამართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის თემას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისათვის აღებული ვალდებულებები წარმოადგენს. პროექტის მიზანია საზოგადოებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის ცნობიერების ამაღლება ვალდებულების შესრულებით მიღებული სარგებლის შესახებ და მათი ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების შესრულების პროცესში.