საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრიის გრაცის უნივერისტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საზაფხულო სკოლა - „ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში“ (EULISC) გაიხსნა. საზაფხულო სკოლა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და იედიტეპეს უნივერსიტეტის (თურქეთი) იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ჰალუქ ქაბალიოღლუმ გახსნეს. პროექტში მონაწილეობას ქართველი, ამერიკელი, ავსტრიელი, ფრანგი, იტალიელი, ესტონელი, სომეხი, თურქი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, რუსი და ბელარუსი სტუდენტები ღებულობენ. მომავალ იურისტებს ლექციებს ორი კვირის განმავლობაში ცნობილი უცხოელი ექსპერტები წაუკითხავენ. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას, მათ დაინტერესებას ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებით




