უნივერსიტეტში ევროპის დღის კვირეული გაიმართა დევიზით - ”გზა ევროპისაკენ”
10 მაისი 2013 წელი
ევროპის დღის კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვიმმართველობის, სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის, სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებითა და ბათუმის საკრებულოს მხარდაჭერით დევიზით - ”გზა ევროპისაკენ” ველომარათონი და სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ველომარათონის მონაწილე 40-მდე სტუდენტმა სტარტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოდან აიღო და 6 მაისის პარკის გავლით სიმბოლურად ევროპის მოედნისაკენ გაემართა. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებმა მოხსენებები წარმოადგინეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ევროკავშირი გლობალური ფაქტორი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ისტორიულ ჭრილში. ევროკომისიამ 2013 წელი მოქალაქეთა ევროპულ წლად გამოაცხადა.