უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
17 სექტემბერი 2012 წელი

საზეიმოდ გაიხსნა ახალი სასწავლო წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს 2012-2013 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. უნივერსიტეტელებს ასევე მიესალმნენ და ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აიდა აბუსერიძემ, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა დანიელ დანიმ, რსუ-ს ემერიტუსმა ანზორ დიასამიძემ, დეკანოზმა მამა შიომ და სტუდენტებმა. ახალ სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით ხვდება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლებას. სასწავლო პროცესის ორგანიზების, სტუდენტთა მომსახურებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით დაინერგება ერთი ფანჯრის პრინციპი და უნივერსიტეტის მართვის ელექტრონული პროგრამა ,,ელექტრონული უნივერსიტეტი“
სრულად