საერთაშორისო კონფერენცია არბიტრაჟისა და მედიაციის საკითხებზე
შოთა რუსთაველის დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო თემაზე: „დავების ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) საშუალებათა როლი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით არსებულ კერძო სამართლებრივ დავებში“. ქართველი, გერმანელი, ყაზახი, უკრაინელი, პოლონელი, თურქი, აზერბაიჯანელი, სომეხი არბიტრები და მოქმედი ადვოკატები ერთმანეთს ორი დღის განმავლობაში არბიტრაჟისა და მედიაციის სფეროში არსებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ერთობლივი მუშაობის საკითხებზე შეთანხმდებიან. ფორუმი ხელს შეუწყოს სხვადასხვა ქვეყანაში დავების წარმოებისათვის დამახასიათებელი, კანონში არსებული თავისებურებებისა და სირთულეების გაცნობას, საზოგადოებაში არბიტრებისა და მედიატორის როლის გაზრდას, საქართველოს თანამედროვე საარბიტრაჟოს სისტემაში ჩართვას, არბიტრაჟის კოლეგიაში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების შეყვანას და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარებას.