ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა ბათუმის №8 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა მესამე მისიის ფარგლებში უმასპინძლა სსიპ ბათუმის №8 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.

ინოვაციების ცენტრში მათ ჩაუტარდათ ლექცია თემაზე: „კატასტროფების რისკის მართვა თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.

შემდგომ მოსწავლეები ჩაერთნენ ERASMUS+-ის LISS24-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ლაბორატორიის სამუშაო პროცესში. აღნიშნული ლაბორატორია გამოიყენება ინოვაციური დიზაინის მიმართულებით საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად.

მოსწავლეებმა იმუშავეს iMotions-ის კომპიუტერულ პორტალზე, რომელიც დაკავშირებულია ლაბორატორიულ აღჭურვილობასთან: თვალის მოძრაობის ტრეკერთან (eye-tracker), ადამიანის სახის კუნთების მოძრაობის ამომცნობ ვიდეოკამერასთან და ადამიანის ფიზიოლოგიური პარამეტრების საზომ Shimmer-ის სისტემასთან.

მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს FabLab ლაბორატორია, სადაც საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სტრუქტურული მოდელების აგების პრინციპებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა