ტექნოლოგიური ფაკულტეტი

სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „სამოქალაქო ინჟინერიის“ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ABET-ის ფარგლებში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროვოსტს, უფროს ვიცე-პრეზიდენტს აკადემიური მიმართულებით ბილ ტონგს, გლობალ კამპუსის დეკანს იან გიბსონს,  აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი–საქართველოს მრჩეველთა საბჭოს წევრ ჰარვი სერნოვიცს, აშშ-ის საელჩოს საგრანტო და უმაღლესი განათლების პროგრამების კოორდინატორს სოფო ბზიშვილს და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი–საქართველოს მენეჯერს ინსტიტუციური წარმომადგენლობის მიმართულებით ჯული კაპანაძეს უმასპინძლა.

დელეგაციის წევრებს შეხვდნენ ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილეები გიორგი ქათამაძე და თამარ სირაძე, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გაიოზ ფარცხალაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი თამარ დუნდუა, ასევე ადმინისტრაციული და აკადემიური სტრუქტურების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ინსტიტუციებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების და  სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის (ABET) განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა გაიოზ ფარცხალაძემ წარადგინა განახლებული ინფორმაცია სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის მიმდინარეობისა და განვითარების მიმართულებით. ასევე სტუმრებს გააცნო სამეცნიერო კვლევები ხელოვნური ინტელექტის ევრისტიკულ ოპტიმიზაციაზე.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ დაათვალიერა ტექნოლოგიური ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ლაბორატორიები, FabLab და ინოვაციების ცენტრი. სტუმრები გაეცნენ სტუდენტურ პროექტებს, არქიტექტურულ მაკეტებს, საგამოცდო და სასწავლო სივრცეებს, ინოვაციურ და პრაქტიკულ აქტივობებს. სტუმრებს ასევე წარუდგინეს გამარჯვებული სტუდენტური ბიზნეს პროექტი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა