ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ს საპატიო დოქტორი, ელგუჯა მეძმარიაშვილი - 80

სურათი

17 აგვისტოს, ტექნიკისა და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, გენერალ მაიორს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილს საიუბილეო თარიღი - 80 წელი შეუსრულდა.

ბატონი ელგუჯა კოსმოსური ტექნიკისა  და  სამხედრო საინჟინრო საქმის სფეროში მსოფლიო რანგის მეცნიერია. ის არის პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; გენერალ-მაიორი; სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი; სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი; საქართველოს, სხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელმწიფო და საუწყებო ორდენებისა და მედლების კავალერი; საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი; ქ. მცხეთის, ბათუმისა და თბილისის საპატიო მოქალაქე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბატონი ელგუჯას მოღვაწეობა ბსუ-ს ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, სადაც მისი ინიციატივით განხორციელდა არაერთი საინტერესო საინჟინრო პროექტი. ასევე, ბატონმა ელგუჯამ ტექნიკური სფეროს სიახლეებსა  და  მიღწევებზე საინჟინრო დარგისთვის უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი ლექციები ჩაატარა.

ცნობილ მეცნიერსა და მკვლევარს იუბილეს ულოცავს და  სამეცნიერო ასპარეზზე  წარმატებებს უსურვებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა