ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ბსუ-ს „სამოქალაქო ინჟინერიის“ საბაკალავრო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას 7-წლიანი აკრედიტაცია მიენიჭა

სურათი

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სამოქალაქო ინჟინერიის“ საბაკალავრო ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას სრული აკრედიტაცია 7 წლის ვადით მიენიჭა.

პროგრამის შემდგომი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საერთაშორისო აღიარების გაძლიერება და აშშ-ის საინჟინრო და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ორგანიზაციის - ABET-ის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებისთვის მომზადება.

ვულოცავთ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა