
მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მშენებლობის და არქიტექტურის პრობლემები“ გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხუთდღიანი სამეცნიერო სესიის მიზანია მშენებლობასა და არქიტექტურაში არსებული პრობლემების წარმოჩენა და გადაჭრა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში 8 ქვეყნის 250 პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი ჩაერთვება. მონაწილეები ოთხ სექციაში ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობასთან, ტრანსპორტის, არქიტექტურისა და საინჟინრო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციები:
- ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა; სამოქალაქო მშენებლობა, სამშენებლო კონსტრუქციები;
- ტრანსპორტის პრობლემები მშენებლობაში;
- არქიტექტურის პრობლემები;
- საინჟინრო სისტემები და ანალიზი.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორები:
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სომხეთის არქიტექტურულ-სამშენებლო ნაციონალური უნივერსიტეტი;
- პეკინის მშენებლობისა და არქიტექტურის უნივერსიტეტი;
- ჩესტოხოვოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი;
- სანკ-პეტერბურგის არქიტექტურულ-სამშენებლო სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი;
- ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- განათლებისა და მეცნიერების პროგრესი.
უკან |