ტურიზმის ფაკულტეტი

მასტერკლასი ტურიზმის აქტუალურ საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტს მასპინძლობის ინდუსტრიის გერმანელი ექსპერტი, სასტუმროთა ქსელის პარტნიორი,  პროფესორი შტეფან გერჰარდი ეწვია. ბატონმა შტეფანმა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მასტერკლასები ჩაატარა თემებზე: „საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტი“ და ,,საერთაშორისო სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება“. შეხვედრის დასასრულს, პროფესორმა სტუდენტებისთვის შეკითხვებს უპასუხა. ვიზიტის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის მიმართულებები. მომავალი სასწავლო წლიდან გერმანელი ექსპერტი ეტაპობრივად ეწვევა ტურიზმის ფაკულტეტს და სტუდენტებს ლექცია-სემინარებს ჩაუტარებს, ხოლო წარჩინებული სტუდენტებისთვის გერმანიაში მასპინძლობის ინდუსტრიაში პრაქტიკების ორგანიზებას უზრუნველყოფს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა