24 აპრილი 2018 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_10041_1_s.jpg)
ტურიზმის ფაკულტეტმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა. ექვსი ქვეყნის ოცდაათამდე წარმომადგენელმა ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, ღონისძიების ფარგლებში კულტურულ-შემეცნებითი პერფომანსები წარმოადგინეს. ღონისძიების მიზანს ცალკეული ერების კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა. საერთაშორისო კვირეულში ჩართულები იყვნენ სტუდენტები: ყირგიზეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და გერმანიიდან.