26 აპრილი 2018 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_10094_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ერაზმუს+”-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პოლონელი და რუმინელი პროფესორები ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და საჯარო ლექციები წაიკითხეს ტურიზმის აქტუალურ თემებზე: „კულინარიული ტურიზმი“ და „ტურიზმის სატრანსპორტო უზრუნველყოფა“. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის ტურიზმის ინდუსტრიის სიახლეების გაცნობას, უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და სამომავლო ერთობლივი საზაფხულო სკოლის ორგანიზებას.