16 მაისი 2018 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_10159_1_s.jpg)
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SBMMG-ის პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგი ჩაატარეს თემაზე: „ინფორმირებული მიგრაცია, უსაზღვრო შესაძლებლობები“. სწავლება დისკუსიისა და როლური თამაშების ფორმატში წარიმართა და ახალგაზრდები გაეცნენ ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა: უვიზო მიმოსვლა ევროპაში, თავშესაფარი ევროკავშირის წევრს ქვეყნებში, სწავლა საზღვარგარეთ, დროებითი შრომითი მიგრაცია.