ტურიზმის ფაკულტეტი

ლატვიის საზაფხულო სკოლა „ქალაქი, როგორც მდგრადი ტურიზმის დანიშნულების ადგილი“

სურათი

1-12 აგვისტოს ტურიბას უნივერსიტეტში ჩატარდა საზაფხულო სკოლა - „ქალაქი, როგორც მდგრადი ტურიზმის დანიშნულების ადგილი“, რომელშიც მონაწილეობდა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი ელენე აბაშიძე. საზაფხულო სკოლის პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული უნარები ურნაბული განვითარების საკითხებსა და კულტურულ-სოციალური ღონისძიებების ორგანიზებაში. საზაფხულო სკოლა ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და საერთაშორისო ტურიზმის ფაკულტეტის ინიციატივით  განხორციელდა. საზაფხულო სკოლაში ასევე მონაწილეობდნენ ინდუსტრიის პროფესიონალები, რომლებმაც ლექციების, დისკუსიებისა და სასწავლო ტურების მეშვეობით, გააცნეს სტუდენტებს მდგრადი ურბანული განვითარების საკითხები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა