ტურიზმის ფაკულტეტი

გერმანიის სასტუმროთა ქსელის მფლობელი ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტთა პრაქტიკით დაინტერესდა

სურათი

სასტუმროთა ქსელის პარტნიორი,  მასპინძლობის ინდუსტრიის გერმანელი ექსპერტი, პროფესორი შტეფან გერჰარდი თანამშრომლობის მიზნით ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტს უკვე მეორედ ეწვია. ერთი კვირის განმავლობაში გერმანელი ექსპერტი მასტერკლასებს ჩაატარებს ,,საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის” მიმართულებით. გერმანელი ექსპერტი ტურიზმის ფაკულტეტის 10 სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც დეკემბერში გერმანიაში გაემგზავრებიან  და მისივე მხარდაჭერით ერთი კვირის განმავლობაში ბერლინსა და ჰამბურგში ბრენდული სასტუმროების საქმიანობას გაეცნობიან. შტეფან გერჰარდი სასტუმროთა ქსელის ,,აროზა“ პარტნიორია გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და იტალიაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა