4 აპრილი 2019 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_12077_1_s.jpg)
საქართველოს, ყირგიზეთსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის პროექტის „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში, ყირგიზი სტუდენტები საკვალიფიკაციო ნაშრომის კვლევით კომპონენტს ერთი თვის განმავლობაში ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტზე ასრულებენ. ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა როსტომ ბერიძემ სტუდენტებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ინფრასტრუქტურა და განვითარების სტრატეგიები გააცნო. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუმრები ფაკულტეტის სტუდენტებს ყირგიზეთის ტურისტულ რესურსებსა და პერსპექტივებზე ესაუბრეს.