ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის სფეროში პერსონალის კვალიფიკაცია და კულტურათაშორისი კომუნიკაცია

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტსა და გერმანიის ექსპერტთა სამსახურის (SES) თანამშრომლობის ფარგლებში, მოწვეულმა ექსპერტმა ულრიხ ტროსიენმა ორკვირიანი მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: „ტურიზმის სფეროში პერსონალის კვალიფიკაცია და კულტურათაშორისი კომუნიკაცია”. მასტერკლასი ტურიზმის ფაკულტეტის იმ სტუდენტებისთვის მოეწყო, რომლებიც სამი თვის განმავლობაში გერმანიიაში სტაჟირებისთვის გაემგზავრებიან.  გერმანიის ექსპერტთა სამსახური (SES - senior experten service) წარმოადგენს გერმანიაში დაფუძნებულ არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს დარგის ექსპერტებს განვითარებად ქვეყნებში განათლების  მხარდასაჭერად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა