ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტის 70 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში მიემგზავრება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში მიემგზავრება. ახალგაზრდებს პროექტში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ და ტურიზმის ფაკულტეტის მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა როსტომ ბერიძემ. სტუდენტები 3 თვის განმავლობაში პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლიან და გაეცნობიან სასტუმროს ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას.

ახალგაზრდები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც მათ მომავალში, საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს.

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკა გერმანიაში უზრუნველყოფილია გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ტურიზმის ფაკულტეტის 500-მდე სტუდენტმა სასწავლო პრაქტიკა გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაიარა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა