ტურიზმის ფაკულტეტი

კონკურსი სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის აცხადებს კონკურსს ვახუშტი ბატონიშვილის (ბაკალავრიატში) და ექვთიმე თაყაიშვილის   (მაგისტრატურაში) სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიზნით აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა 2021 წლის 25 ნოემბრიდან 02 დეკემბრის ჩათვლით, ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (წერილი კანცელარიას, რექტორის სახელზე) უნდა წარმოადგინონ:  

ა) საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 2-ის შესაბამისად)

ბ) სტუდენტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3-ის შესაბამისად)

გ) სტუდენტის ავტობიოგრაფია - CV (დანართი 4-ის შესაბამისად)

დ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების შესახებ (სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებში „საშუალო შეწონილი“ ფორმულით, მიღებული 91 ქულის და მეტის მითითებით)

ვ) არანაკლებ ერთი რეკომენდაცია,  ბსუ-ს იმ აკადემიური თანამდებობის პირისგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის აკადემიურ აქტივობას

ზ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის/ პუბლიკაციის დედანი ან დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

თ) სამეცნიერი ღონისძიებაში (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი და სხვა)

კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 03 დეკემბრიდან 06 დეკემბრის ჩათვლით.

  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა