ტურიზმის ფაკულტეტი

40 სტუდენტი გამოფენა „EXPO BATUMI TRAVEL 2022“-ის ფარგლებში ერთ თვიან სტაჟირებას გაივლის

სურათი

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან „EXPO BATUMI TRAVEL 2022“  ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 40 სტუდენტი გამოფენის ფარგლებში ერთ თვიან სტაჟირებას გაივლის. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ ღონისძიების დაგეგმვა, PR-ი და პრომოუშენი, მონაწილე ორგანიზაციებთან საქმიანი კომუნიკაცია, საორგანიზაციო საკითხების ეფექტურად მართვა და პრობლემის გადაჭრა.

ტურიზმის ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის დირექტორს ბატონ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს და მის გუნდს თანამშრომლობისა და არსებული შესაძლებლობებისთვის.

ბათუმი  „EXPO BATUMI TRAVEL  2022“-ს მიმდინარე  წლის 13-15 მაისს    უმასპინძლებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა