ტურიზმის ფაკულტეტი

კონკურსი სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ვახუშტი ბატონიშვილის (ბაკალავრიატში) და ექვთიმე თაყაიშვილის (მაგისტრატურაში) სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიზნით აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა 2022 წლის 28 აპრილიდან 04 მაისის ჩათვლით, ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (წერილი კანცელარიას, რექტორის სახელზე) უნდა წარმოადგინონ:

ა) სტუდენტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2-ის შესაბამისად)

ბ) სტუდენტის ავტობიოგრაფია - CV (დანართი 3-ის შესაბამისად)

გ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი

დ) ცნობა სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების შესახებ (სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებში „საშუალო შეწონილი“ ფორმულით, მიღებული 91 ქულის და მეტის მითითებით)

ე) არანაკლებ ერთი რეკომენდაცია,  ბსუ-ს იმ აკადემიური თანამდებობის პირისგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის აკადემიურ აქტივობას

ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის/ პუბლიკაციის დედანი ან დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ზ) სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი და სხვა) მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერთიფიკატის და სხვ. დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობს შემთხვევაში)

თ) საკონკურსო დოკუმენტაცია (წარმოდგენილი იქნეს დანართი 4-ში აშნიშნული ფორმით)

კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 05 მაისის 10 მაისის ჩათვლით.

 

  დანართი 2
  დანართი 3
  დანართი 4

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა