ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტი „EXPO BATUMI TRAVEL – 2022“ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „EXPO BATUMI TRAVEL - 2022“ ღებულობს მონაწილეობას. ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს უნივერსიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და მასში 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. 

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის 40-მა სტუდენტმა ერთთვიანი სტაჟირების ფარგლებში ,,EXPO BATUMI TRAVEL - 2022“ გამოფენის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.  სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესწავალათ ღონისძიების დაგეგმვა, PR-ი და პრომოუშენი, მონაწილე ორგანიზაციებთან საქმიანი კომუნიკაცია, საორგანიზაციო საკითხების ეფექტურად მართვა და პრობლემის გადაჭრა.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,GEONET EXPO–ის“ ორგანიზებით იმართება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა