18 ნოემბერი 2024 წელი

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის, დასავლეთ საქსონიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (WHZ) პროფესორი იანინა მ. ვერნალ შმიდტი იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო WHZ-ის ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის პირობები, ორმაგი დიპლომის პროგრამა საერთაშორისო ბიზნეს კომუნიკაციის მიმართულებით, ცვიკაუს რეგიონში პროფესიული პრაქტიკისა და ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების საკითხები.