ტურიზმის ფაკულტეტი

პროფესორ იანინა მ. ვერნალ შმიდტის ლექციები ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის

სურათი

18-22 ნოემბერს „ერაზმუს+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის, ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის, გამოყენებითი ენებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორი იანინა მ. ვერნალ შმიდტი იმყოფებოდა (მიმართულება - გერმანული, როგორც უცხო და ტექნიკური ენა, ბიზნეს კომუნიკაცია მრავალენოვან კონტექსტში).

პროფ. იანინა მ. ვერნალ შმიდტმა  ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის „ტურიზმის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, გერმანული ენის  სავალდებულო სასწავლო კურსის ფარგლებში, ფაკულტეტის ლექტორებთან ერთად ჩაატარა პრაქტიკული მეცადინეობა, რომელიც ითვალისწინებდა გერმანული ენის  გაუმჯობესებას ბიზნესისა და ტურიზმის კონტექსტში.

გერმანულის, როგორც უცხო ენის სწავლების მიზანია სტუდენტების აღჭურვა პრაქტიკული ენობრივი უნარებით, რაც შეესაბამება მათ აკადემიურ და კარიერულ საჭიროებებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა