24 მაისი 2016 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_6069_1_s.jpg)
ახალი ეკონომიკური სკოლის (NESG), ავსტრიის ეკონომიკური ცენტრისა და ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის წარმომადგენლებმა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართეს თემაზე: ,, საქართველოს პერსპექტივები გლობალური ეკონომიკური ცვლილებების პირობებში’’. უცხოელმა პროფესორებმა ახალგაზრდებს გლობალური და ტრანსფორმირებადი ეკონომიკის პირობებში ახალი გამოწვევები გააცნეს, სახელმწიფოს როლსა და მნიშვნელობაზე ესაუბრეს.