14 ნოემბერი 2016 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_7208_1_s.jpg)
გერმანიის ,,ბალტიკის კოლეჯის“ ტურიზმისა და მასპინძლობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა გერალდ ვეტცელმა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მასტერკლასი თემაზე „ კულინარიული და ღვინის ტურიზმის განვითარების საერთაშორისო გამოცდილება“ ჩაატარა. მასტერკლასის ფარგლებში სტუდენტები ღვინის და კულინარიული ტურიზმის აქტუალურ საკითხებს გაეცნენ. ღონისძიების დასასრულს, პროფესორმა გერალდ ვეტცელმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.