ტურიზმის ფაკულტეტი

საჯარო ლექცია - გლობალური ეკონომიკის ტენდენციები

სურათი

პროექტის ,,Free Market Road Show 2017’’-ის ფარგლებში, ახალი ეკონომიკური სკოლის (NESG), ამერიკელები საგადასახო რეფორმისთვის - საკუთრების უფლების ალიანსის და ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართეს თემაზე: ,,გლობალური ეკონომიკის  ტენდენციები’’. უცხოელმა და ქართველმა პროფესორებმა (ლორენსო მონტანარი-აშშ, ჯეიმს სპროული-დიდი ბრიტანეთი, პაატა შეშელიძე) სტუდენტებს გლობალური  ეკონომიკის პირობებში ახალი გამოწვევები გააცნეს. პროგრამის ფარგლებში მოწვეული იყო თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს კომერციული ატაშე ბათუმში მიკაილ დეველიოგლუ, რომელმაც ახალგაზრდებს საქართველოს და მის პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ესაუბრა. შეხვედრის დასასრულს, პროფესორებმა და მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა