ტურიზმის ფაკულტეტი

სასტუმრო „Autograph Collection of Marriott International’’ შეკვეთილში - დასაქმების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ,,Autograph Collection of Marriott International’’-ში დასაქმების საშუალება ეძლევათ. სასტუმროს წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში დასაქმებასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გამართეს. პირველ ეტაპზე 15 სხვადასხვა პოზიციაზე არსებულ ვაკანსიაზე რეგისტრაცია და გასაუბრება 144-მა სტუდენტმა გაიარა, მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დასაქმების შანსი ყველა სტუდენტს მიეცემა. სასტუმროს სულ 400 ვაკანტური ადგილი აქვს და პერსონალის დაკომპლექტება ძირითადად ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებით მოხდება. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსის გახსნა 2017 წლის ივლისში იგეგმება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა