ტურიზმის ფაკულტეტი

გერმანიაში სასწავლო პრაქტიკით მყოფი ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები რექტორმა მოინახულა

სურათი

გერმანიაში,  სასწავლო პრაქტიკით მყოფი ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანთან როსტომ ბერიძესთან და ენების ცენტრის ხელმძღვანელთან ნელი ახვლედიანთან ერთად მოინახულა. რექტორი პრაქტიკის მიმდინარეობასა და პროფესიული განათლების სფეროში გერმანულ გამოცდილებას  გაეცნო და გერმანელ  პარტნიორებთან გამართა შეხვედრა.   

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 30 სტუდენტი სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში, მაღალი კლასის სასტუმროებში გადის.

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი ოთხი წელია ახორციელებს სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამას გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებთან. დღემდე საერთაშორისო პრაქტიკა 350-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა. 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა