ტურიზმის ფაკულტეტი

მონპელიეს უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საფრანგეთის საელჩოს ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საკითხებში   ტერი ბურტე  და მონპელიეს უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ჰერვე შაპერტი ეწვივნენ.  სტუმრებმა შეხვედრები ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან და ტურიზმის ფაკულტეტის წარმომადგენლებთან  გამართეს.

ვიზიტის მიზანი ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტსა და საფრანგეთის მონპელიეს უნივერსიტეტს შორის საბაკალავრო და სამაგისტრო ერთობლივი პროგრამების განხორციელება იყო.  შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა  სტუდენტებისა  და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებზე, ორმაგი დიპლომების ამოქმედებასა და მენეჯმენტის მიმართულების სადოქტორო პროგრამების ორმაგი ხარისხის მინიჭებაზე.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა