ტურიზმის ფაკულტეტი

სასტუმრო „ შერატონ ბათუმის’’ წარმომადგენლების შეხვედრა პირველკურსელებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე სასტუმრო ,,შერატონ ბათუმის’’ წარმომადგენლები ტურიზმის ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდნენ. შეხვედრა სტუდენტებთან  პროექტის - „იმოგზაურე მერიოტთან ერთად“ ფარგლებში გაიმართა.

სასტუმრო ,,შერატონის" გენერალურმა მენეჯერმა, აპოსტოლოს პაპატოლიოსმა ბსუ-ს სტუდენტებს აჭარაში სასტუმრო ბიზნესის სამომავლო პერსპექტივებზე, სასტუმროში დასაქმების შესაძლებლობებზე და  მოთხოვნებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე ბატონმა აპოსტოლოს პაპატოლიოსმა და ტურიზმის ფაკულტეტის  დეკანმა როსტომ ბერიძემ მომავალი პარტნიორობის ნიშნად ,,შერატონ ბათუმის’’ აუდიტორია გახსნეს, რომელიც შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით არის აღჭურვილი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა