ტურიზმის ფაკულტეტი

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“

სურათი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა ასლანიშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარდგენა გამართა თემაზე: „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები“. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რაოდენობის, მათი ადგილმდებარეობის, აგების თარიღის, ფუნქციური დანიშნულების და ა.შ. შესახებ. ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტს გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სისტემატიზებული საინფორმაციო ბაზა, რომელშიც დაცულია თითოეული ძეგლის ფოტომასალა, ელექტრონული რუკები, ტექსტური და გრაფიკული მონაცემები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა