10 აპრილი 2018 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_9944_1_s.jpg)
ტრადიციულად, უკვე მეექვსედ სასწავლო-პრაქტიკული ტური მოეწყო ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ტურიზმის ფაკულტეტის 60 სტუდენტმა ხანძთის, თბეთის, შატბერდის, ხახულის, ოშკის, იშხნის, ოთხთას, პარხალის ტაძრები და სამონასტრო კომპლექსები მოინახულა. ახალგაზრდებმა კულტურულ ტურიზმსა და საექსკურსიო საქმეში პროფესიული უნარ-ჩვევების პირველი გამოცდა იქ, საზღვრებს მიღმა დარჩენილ ისტორიულ საქართველოში ჩააბარეს. ფაკულტეტის მენეჯმენტი ბსუ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერით მსგავსი ტიპის აქტივობას სამომავლოდაც გეგმავს.