ტურიზმის ფაკულტეტი

„თავისუფალი ბაზრის იდეების წარმოდგენა - ევროპული ღირებულებები საქართველოსთვის“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „თავისუფალი ბაზრის იდეების წარმოდგენა - ევროპული ღირებულებები საქართველოსთვის“ გაიმართა. ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა სამეცნიერო სტატიები წარმოადგინეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს ეკონომიკური არჩევანი და შანსი; არსებული ეკონომიკური თეორიების დადებითი და უარყოფითი მხარეები; ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა, მისი ეკონომიკა და საქართველოს ევროპული გზა, კაპიტალიზმის მორალი და კერძო საკუთრება. საერთაშორისო კონფერენცია ორი თვის განმავლობაში  ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება და მისი მიზანია ბაზრის მუშაობის სპეციფიკის შესწავლა.

სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის, ავსტრიის ეკონომიკური ცენტრის, ახალი ეკონომიკის სკოლისა და სამხერთ კავკასიის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა