ტურიზმის ფაკულტეტი

ყირგიზი სტუდენტები საბაკალავრო ნაშრომის კვლევით კომპონენტს ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტზე შეასრულებენ

სურათი

საქართველოს, ყირგიზეთსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის პროექტის  ,,მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა”  ფარგლებში, ყირგიზი სტუდენტები საკვალიფიკაციო ნაშრომის კვლევით კომპონენტს ერთი თვის განმავლობაში ბსუ ტურიზმის ფაკულტეტზე შეასრულებენ. ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა როსტომ ბერიძემ სტუმრებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ინფრასტრუქტურა და განვითარების სტრატეგიები გააცნო. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუმრებმა ფაკულტეტის სტუდენტებს  ყირგიზეთის ტურისტულ რესურსებსა და პერსპექტივებზე ესაუბრეს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა